geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამაზ წივწივაძე
მწერალი
დაბადების თარიღი 1942

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1975 წლიდან იყო ჟურნალ "ცისკრის" დამატების - "ნობათის" რედაქტორი; 1978 წლიდან ამავე ჟურნალის პროზის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან ალმანახ - "საუნჯის" კრიტიკისა და პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი; 1997 წლიდან - საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითი კავშირი - 2001 წლიდან); 1969 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; კონიუნქტურული, მხატვრულად მდარე ლიტერატურისადმი შეურიგებელმა, იუმორითა და სარკაზმითაც გამძაფრებულმა წერილებმა მას თავიდანვე მკითხველის აღიარება მოუტანა; მისი წერილები სისტემატურად იბეჭდება ლიტერატურული პრესის ფურცლებზე; მან პოლიტიკურ სატირას დიდი მნიშვნელობა შესძინა; იგი თანამედროვე ქართულ მწერლობაში ამ ჟანრის გამორჩეული წარმომადგენელია. მისი კრიტიკული წერილების კრებულებიდან აღსანიშნავია "მართალს ვიტყვი..." (1980), "ფრთხილად, წინ მკითხველია" (1986), "ლოზუნგების ქვეყანა" (1991), "ერთ საშუალებას კიდევ ვცდი" (1991).

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 06/08/2021
კატეგორია: მწერალი